დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის ფასი, ერთი თვის წინანდელ პერიოდთან შედარებით, ერთი ლარით არის დაცემული. ივლისის ბოლოს, როცა ახალი თხილის მიღება დაიწყეს, „გულშიშველას“ და „ბერძნულას“ არ ანსხვავებდნენ და იყო დღეები, როცა მაქსიმალური ფასი ერთი კილოგრამისა, 4 ლარი იყო!
ახლა „გულშიშველა“ 3 ლარი ღირს, „ბერძნულა“ კი 3, 50 ლარი.
თხილის მიმღებ პუნქტებში ამბობენ, რომ ხალხს შემოქვს ცუდი ხარისხის თხილი.
_ წვიმებიც იყო. თხილი გაშავდა. ეზარებათ გადარჩევა და მოაქვთ ასე დანესტიანებული, გაშავებული. ამიტომ დასწიეს ფასი, _ გვითხრეს თაყაიშვილის ქუჩაზე.
_რას ჰგავს ეს ? მაიმუნობაა, მეტი არაფერი. ამ თხილში ჩართულ ბიზნესმენებს ხელს აძლევს უხარისხო თხილის შეპარება. ეს იძლევა საშუალებას, ფასი დააგდონ ერთიანად და კარგიც და ცუდიც მიიღონ ერთნაირ ფასად. აბა, კარგი ხარისხის თხილს ვიბარებთ ოთხ ან ხუთ ლარადო, წერია ან გეუბნებიან სადმე? აი , ესაა აფიორა! კარგი მაქვს? მიანც სამი ლარი რატომ ღირს? _ გვითხრა გაბრაზებულმა ქალბატონმა, ნინო რუსიეშვილმა.
მან თხილი 3 ლარად ჩააბარა, ჩანთა გადმობერტყა და ანერვიულებუმა გააგრძელა გაბრაზებული საუბარი, _ ზამთრის შესანახავებს ვაკეთებ, ამიტომ წამოვიღე ათი კილო თხილი და უკან როგორ წავიღო, თორემ ღორს აჭამო, სჯობს. ახლაა განგაში ასატეხი, მაგრამ გასაცოდავდა ხალხი. შეხედე, ორი-სამი ადამიანი ამბობს საყვედურს, დანარჩენები კი უსიტყვოდ აბარებენ და მიდიანო.
[sexy_author_bio]