ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინ აკულუმბეგოვი ForbesTalks-ში აცხადებს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი კლინიკური გაიდლაინები, რაც დღეს ქვეყანას აქვს, კარგია, თუმცა ამბობს, რომ კლინიკების უმრავლესობის მხრიდან მისი შესრულება არ ხდება.
„გაიდლაინის გამოყენება, როგორც მანდატორული და იმპლემენტაცია უნიფიცირებულ ხასიათს არ ატარებს. ისეთი პრეპარატები, რასაც შეიძლება ჰქონდეს სიცოცხლის გადარჩენის ეფექტი, არის კლინიკები და რეგიონები, სადაც საერთოდ არ გამოუყენებიათ. ეს არ ნიშნავს, რომ მძიმე პაციენტი არ ჰყავთ, უბრალოდ არ იცის პერსონალმა მისი გამოყენება. გაიდლაინს სჭირდება იმპლემენტაცია.
მეორეს მხრივ, რაღაც ტიპის მედიკამენტები, მაგალითად რემდესივირის გამოყენება FDA-მ აღიარა და ყველა ადამიანს, ვისაც ჟანგბადი სჭირდება, მას აძლევენ.
ჩვენ თუ მაინც იმ გზით წავედით, რომ ეს მედიკამენტი შეგვეძინა და გვაქვს, იყოს ყველასთვის. ასეულობით ადამიანი მწერს შეტყობინებებს, რომ თუ არსებობს ეს მედიკამენტი ჩემზე გამოიყენონო. აი ასეთი ნიუანსებია. გაიდლაინი კარგი გვაქვს, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით 10-15%-მდე სრულდება მხოლოდ“-აცხადებს კულუმბეგოვი.
წყარო: bm.ge