ოზურგეთში ეპიდვითარება მზარდია. გასულ 24 საათში კოვიდინფიცირების 58 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 1003 შემთხვევა.
1003 პაციენტიდან კლინიკაში 205 მკურნალობს, ბინაზე -499, საკარანტინე სივრცეში კი 299 პაციენტია მოთავსებული.
სულ კი ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 6311 შემთხვევა,გამოჯანმრთელებულია 5235 ადამიანი, გარდაცვლილია 73.
[sexy_author_bio]