„22 აგვისტოს დამიდასტურდა კოვიდ-19. იმ დღესვე დავრეკე 112-ში და ვუთხარი, რომ კოვიდ ინფიცირებული ვარ. დღემდე არ დაურეკია ექიმს. ძალიან ცუდად ვარ. მაღალი სიცხეები მაქვს, ვერაფრით ვერ ვიგდებ, წამალი არ მშველის. თირკმელები მტკივა ძალიან… სახლში დედა მყავს შაქრის დიაბეტით და ძალიან მეშინია არ გადავდო. გუშინ სასწრაფო გამოვიძახე, და ხელი არ დაგვადეს, ვერც კი გაგსინჯავთ ,არ გვაქვს უფლებაო. დედას გუშინ სიცხე ჰქონდა, ცუდათ გრძნობს თავს.
15 05 –ზე დღეში რამდენჯერმე ვრეკავ და მხოლოდ იმას მეუბნებიან,გადაცემული აქვს ექიმს მონაცემები და დაგიკავშირდებათო. კახეთის რეგიონში კოვიდ ინფიცირებულებს სულ რამდენიმე ექიმი ჰყავთ. ნომერი გავიგე. 2 დღეა ვურეკავ და არ მპასუხობს,მითიშავს. არ ვიცი რა გავაკეთო რომ დედას მაინც მოხედონ…
ჩემს გარდა უბანში კიდევ რამდენიმე ადამიანს აქვს კოვიდი. არცერთთან არ დაურეკია ექიმს. ჩვენი თავის და ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები,“ – უთხრა „გურია ნიუსს“ მოქალაქემ, რომელიც კოვიდინფიცირებულია.
[sexy_author_bio]