ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი სოციალური ქსელის მომხმარებლებს, თავშესაფრის ახალი ბინადარის, გუჩის შესახებ უყვება.
„ეს გუჩია, გუშინ მოიყვანა ახალგაზრდა კაცმა თავშესაფარში. იძულებული ვარ საქართველოდან წავიდე პოლონეთში სამუშაოდ, სამი წლის ძაღლი უნდა ჩაგაბაროთო, _ თვალები ცრემლით ქონდა სავსე.
უარი ვერ ვუთხარი.
შევიყვანე მერვე ვოლიერში. მაპატიეო, უთხრა პატრონმა და წავიდა.
ძაღლი დიდხანს იდგა ვოლიერის კარებთან და გზას გაყურებდა, ალბათ პატრონის დაბრუნების იმედი ქონდა…
მერე დაწვა, თვალები დახუჭა. არავინ იცის, რა ხდებოდა მის გულში…….
მეორე დღეს დილით , 29 აგვისტოს, ადგილიც კი არ შეუცვლია ისევ ისე იწვა გუჩი…“ _ წერს თამაზ ელიზბარაშვილი.