„დარწმუნებული ვარ, ამ ქალაქისთვის ბევრის გაკეთება შემიძლია”, – ეს განცხადება პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გააკეთა.
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ ამბობს, რომ კახა კალაძე კარგი ადამიანია,მაგრამ მან რაც შეეძლო უკვე გააკეთა.
მანვე აღნიშნა, რომ ქუჩაში ფეხით გადაადგილდება და საზოგადოების პრობლემებს კარგად იცნობს.
“ხალხს აქ უჭირს და შემიძლია, მაქვს რესურსი მათ დავეხმარო. ჩვენ გვაქვს უკეთესი საშუალება, რომ მოქალაქეებს ვუშველოთ. ქუჩაში ფეხით დავდივარ, ვიცი, მოსახლეობას რა უჭირს, შემიძლია, მათ პრობლემები მოვუგვარო. საქართველოში ვარ, აქაური პრობლემებით ვფიქრობ.
კალაძე კარგი ადამიანია, მან რაც შეეძლო გააკეთა. მე უკეთესი შემიძლია ის, რაც მოსახლეობას სჭირდება. მოსახლეობას აქ სამსახური სჭირდება. მომავლის იმედი არ აქვთ, შემიძლია მათ ეს პრობლემა მოვუგვარო.
ქართველების სიძე ვარ, ქართველები ჩემი ნათესავები არიან, ჩემი ხალხი… სიძემ ქვეყნისთვის, რამე ხომ უნდა გააკეთოს?!“, – განაცხადა ოგბუნუჯუმ.