ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მდინარეში ჩარჩენილი სამარშრუტო მიკროავტობუსის ამოსაყვანი ღონისძიებები ტარდება.
როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა დაბა ბახმაროში, დავით ჟღენტმა უთხრა, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამუშაოები.
“2-დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მდინარე ბახვისწყალი აადიდა და მიკროავტობუსი ვერ გამოვიდა. მგზავრები გადმოყვანილია და უსაფრთხოდ არიან. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალების გამოყვანის სამუშაოები”, _ გვითხრა დავით ჟღენტმა.
ფოტო “გურია ნიუსს” დავით ჟღენტმა მოაწოდა.