გურიაში ნალექი დღის ბოლოსთვის შესუსტდება და საღამოს საათებში შეწყდება.
ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
“ხვალიდან გამოიდარებს, მაგრამ სუსტი ნალექი მაინც შენარჩუნდება.
ხვალიდან ტემპერატურა მოიმატებს 25-27 გრადუსის ფარგლებში, 4-5 სექტემბრის ღამეს დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება 13-15 გრადუსის ფარგლებში, 6 სექტემბრიდან მოიმატებს და ღამის საათებში მოსალოდნელია 17 – 19 გრადუსამდე დაფიქსირდეს.
7 სექტემბერს შესაძლოა ტემპერატურამ მოიმატოს 30 გრადუსამდე, მაგრამ სუსტი ხასიათის წვიმები მაინც შენარჩუნდება”, _ გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ.
[sexy_author_bio]