ოზურგეთში კოვიდვაქცინაციის მესამე პუნქტი გაიხსნა.
„გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ განუცხადა,რომ ცენტრი ხვალიდან ამოქმედდება და მოქალაქეებს კორონავირუსზე აცრის გაკეთება აღნიშნულ პუნქტში „ფაიზერის“, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინით შეეძლებათ.
ინფორმაციითვის, ,,მდ ჯგუფი” მდებარეობს გრიბოედოვის ქუჩაზე.
ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ,,მედალფასა“ და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრ ,, დასტაქარში” ვაქცინაცია გრძელდება ჩვეული გრაფიკით.