სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია.
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე, დავით ბახტაძეა.
ასევე, ცნობილი არიან 11 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატები: ნათია პაპავა, ზაზა ადეიშვილი, დავით ჯანელიძე, ვაჟა სტურუა, ილია მჟავია, ჯონი თევზაძე, მერაბ უღრელიძე, გოჩა არველაძე, გოგი ლეჟავა, გიორგი გაგუა.
ასე გამოიყურება ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ასარჩევი პარტიული სიის ათეული: ნუგზარ ჯამბურია, ტარიელ დვალიშვილი, მანანა სირბილაძე, ვალერიანე ფოცხვერია, ბექა თევზაძე, ლიზა კრავეიშვილი, ჯონი ახობაძე, ირაკლი მელაშვილი, მაია ტალაბაძე, ტარიელ ცომაია, ბადრი შენგელია.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.
[sexy_author_bio]