ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქე 1 500, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენების შემთხვევაში კი 2 000 ლარით დაჯრიმდება.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, დანაშაულის განმეორება, კანონით 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობასა და მართვის მოწმობის უფლების ერთი წლით ჩამორთმევას ითვალისწინებს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შესთავაზეს, რომელთა ინიციატივას მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭირა.