„როდესაც მომხმარებელს მიენიჭება NCDC-ს მიერ ჯავშნის კოდი და სტატუსად ექნება „აცრილი“, ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას ლატარიაში“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ლატარიის იურიდიული იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ხუციშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ერთჯერადად აცრილ მოქალაქეს, როგორც 2021 წლის 13 სექტემბრამდე, ასევე შემდგომ ვაქცინირებულებს.
„მოგახსენებთ, რომ ლატარია გაიმართება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ასევე, იქნება შემაჯამებელი გათამაშებაც. მინიმალური მოგება იქნება 100 ლარი, ხოლო მაქსიმალური – 100 000 ლარი. ყოველდღიურად, დაახლოებით 160 პრიზი გათამაშდება. ასევე ყოველკვირეული გათამაშების მოგებული პირები გვეყოლებიან და შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, სადაც უკვე დოლურაში მოთავსდება ლატარიის ყველა ბილეთი და იქიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული“,- განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.
ლატარიის ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს.