ოზურგეთში კოვიდინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 1009 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 202, საკარანტინე სივრცეში 290, ბინაზე კი 517 ადამიანი მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ოზურგეთში ჩატარებულია 78 106 კოვიდტესტი, საიდანაც დაფიქსირებულია ინფიცირების 6831 შემთხვევა. 6831 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 5747 პაციენტი, გარდაცვლილია 75.
[sexy_author_bio]