ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ბაბუცი აბრამალაძე დღეს 95 წლის გახდა.
ჩვენი საყვარელი ბაბუცი ბებო, დიდი ხანია, „გურია ნიუსის“ ერთგული მკითხველია.
ბოლო პერიოდში ცოტა შეუძლოდ იყო და გაზეთი ამჯერად ოთახში შევუტანეთ, მუდამ აივანზე და ეზოში ყოფნის მოსურნეს.
_ ახლა უკეთ ვარ, მალე გამოვალ ჩემ საყვარელ ეზოში. მომენატრეთ. ნათელა რომ არ მყოლოდა, რა მეშველებოდა, _ სასოებით მიაპყრო მან თვალები თავის ქალიშვილს, ნათელა ჩხაიძეს, რომელიც დედაზე განსაკუთრებით ზრუნავს.
_ ქალბატონო ბაბუცი, ასი წლის იუბილეს გადახდას ამ ეზოში რომ შეგვპირდი, ხომ არ დაგვიწყებიათ? თაოსნები ჩვენ ვიქნებით…
_ არა, კარგად მახსოვს, თქვენი ჭირიმე. ღმერთმა ყველა ჯანმრთელად გაცოცხლოთ ას წლამდე, _ გვითხრა მან.
„გურია ნიუსი“ ულოცავს ბაბუცი აბრამალაძეს 95 წლის იუბილეს. ვუსურვებთ დიდხანს, ჯანმრთელ და ბედნიერ სიცოცხლეს.
[sexy_author_bio]