ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“სულ გვაქვს 3519 შემთხვევა, ახალი არის 8 შეთხვევა. გამოჯანმრთელებულია 3166 პაციენტი, გარდაცვლილია 50 ადამიანი. აქტიურია ინფიცირების 303 შემთხვევა. სტაციონარში 39, სასტუმროში 3 და 261 ინფიცირებული კი ბინაზე მკურნალობს”,_ ამბობს მენაღარიშვილი.