დღეს, დილით, ოზურგეთის ცენტრალურ ადგილზე, თეატრის წინ, სასტუმრო „გურიას“ წინ და ჭავჭავაძის ქუჩაზე ჩამოხეული იყო ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის სააგიტაციო პლაკატები. ჩამოხეულია ასევე გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, ირაკლი ღლონტის ფოტოებიც.
ჩვენ უმეტესად დილაადრიან ქალაქში გამოსულ მეეზოვეებს ვეკითხებით, თუ დაინახეს ვინ კადრულობს ასეთ საქმეს.
-ამასწინათ ბავშვები დავინახეთ. ამჯერად ავთანდილ თალაკვაძეს მიდგნენ. თუმცა ასეთ სიმაღლეზე ბავშვები ვერ მიწვდებოდნენ. უფრო მოზრდილების ნამოქმედარია, – გვითხრეს მათ.
_რა გიკვირთ, მოახლოვდა არჩევნები და მოუმატეს ფხრეწას. ერთმანეთს ნუ დაგლეჯენ და ეგ არაფერი, _ გვეუბნებიან გამვლელ-გამომვლენი.
[sexy_author_bio]