ოზურგეთში კოვიდინფიცირების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ოზურგეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ოზურგეთში სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 7084 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6079 პაციენტი, გარდაცვლილია 76.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 930 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 182, საკარანტინე სივრცეში 273, ბინაზე კი 474 პაციენტი მკურნალობს.