იტალია პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში რომელიც ყველა დასაქმებულს COVID ჯანმრთელობის პასპორტის ქონას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
იტალიის მთავრობამ დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორებში დასაქმებულებმა ციფრული კოვიდპასპორტი უნდა წარადგინონ.
როგორც ცნობილია, ვალდებულება ძალაში 15 ოქტომბრიდან შევა და წლის ბოლომდე დარჩება.
გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კოვიდინფექციის გავრცელების შემცირებას და სამუშაო გარემოს უსაფრთხოებას.