“ოზურგეთის გაკოტრებული მერი კონსტანტინე შარაშენიძე და მისი გარემოცვა ავრცელებს ხმებს, თითქოს მე “სოფელ შრომის გამგებლად ვბრუნდები”-სიცრუეა და ასეთი გეგმა არ არსებობს.
თვითმმართველობას, მათ შორის ჩვენს სოფელს, ახალი თაობის ლიდერები სჭირდება. ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ ასპარეზი და საქმის კეთების შესაძლებლობა- ოზურგეთს წარმატებას ახლა მათი ენერგია, განათლება და შემართება მოუტანს.
ჩვენი მხარდაჭერა ,,ქართულ ოცნებას” და ავთანდილ თალაკვაძეს!” _ წერს სოციალურ ქსელში მაყვალა დარჩია.
(R)