გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ გურიაში უნალექო ამინდი 21 სექტემბრამდე შენარჩუნდება. 22 სექტემბრიდან კი ამინდი კვლავ არამდგრადი გახდება და მაღალმთაში ყინვა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
„21 სექტემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ნარჩუნდება +25, +27 გრადუსი, ღამის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი იქნება.
22 სექტემბრიდან კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება 24 სექტემბრის პირველ ნახევრამდე. ტემპერატურა დაიკლებს. გაწვიმდება. ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი 22 და 23 სექტემბერს დღის საათებში. ტემპერატურა დაიკლებს განსაკუთრებით 23-24 სექტემბერს. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +17 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ტემპერატურის კლება შეიმჩნევა მაღალმთიან რაიონებშიც. არ არის გამორიცხული, 23 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 24 სექტემბრის დღის პირველ ნახევრის შუალედში, ბახმაროს და მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალმთიან რაიონებში თოვლჭყაპი. 24 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან შეწყდება ნალექი, ღამით გამოიდარებს და შესაძლებელია, მაღალმთიან რაიონებში ღამით უარყოფითი ტემპერატურა -1, -3 გრადუსი დაფიქირდეს. 25 სექტემბრიდან ტემპერატურა კვლავ მოიმატებს. 26 სექტემბერს შესაძლებელია +27, გრადუსი დაფიქსირდეს“,_ გვითხრა გვაზავამ.
[sexy_author_bio]