მმართველი გუნდიდან თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატი ამჯერად ძველი ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი ხელაძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული გეგმები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა.
„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ნაძალადევის რაიონის ამომრჩევლებთან. დღეს ნახალოვკის მოსახლეობას შევხვდით. ვიმსჯელეთ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე, მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი საჭიროებები იქნა გაჟღერებული. შევთანხმდით, რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში,ყველა საკითხი იქნება განხილული და ეტაპობრივად იქნება გადაჭრილი”, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
კანდიდატთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები მიხეილ ამაშუკელი და დავით ჭელიძე ესწრებოდნენ.
(R)