ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა., _ ამის შესახებ ” გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის თქმით, ჩოხატაურში მდგომარეობა სტაბილურია.
“მდგომარეობა სტაბილურია. კლებისკენ არ მიდის. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველდღე ფიქსირდება ინფიცირების 18, 19, 20, 17 შემთხვევა”, _ ამბობს ჯიბუტი.
[sexy_author_bio]