ოზურგეთში კოვიდინფიცირების 18 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ” გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმუნიზაციის ექიმმა ხათუნა გირკელიძემ განუცხადა.
“შემცირებულია ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ შემცირებულია ტესტირების რაოდენობაც. მაგალითად, გუშინ გაკეთდა 263 ტესტი და აქედან 18 იყო დადებითი. რამდენიმე დღეა არ კეთდება იმდენი ტესტი, რამდენიც წინა დღეების განმავლობაში კეთდებოდა.
გუშინდელი მდგომარეობით, ტესტირებების რაოდენობაც შემცირებული იყო და დადებითი შემთხვევებისაც”, _ ამბობს გირკელიძე.
[sexy_author_bio]