მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გურიაში კორონავირუსით კიდევ 63 ადამიანი დაინფიცირდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 016 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა – 130, იმერეთი – 289, ქვემო ქართლი – 145, შიდა ქართლი – 103, გურია – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 188, კახეთი – 301, მცხეთა-მთიანეთი – 37, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 925 საიდანაც: 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 007, აჭარაში – 568, იმერეთში – 1 028. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 199 პირი, მათ შორის, თბილისში – 452, აჭარაში – 132, იმერეთში – 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი, მათგან თბილისში – 195, აჭარაში – 15, იმერეთში – 29. 993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 – თბილისში, 281 – აჭარაში. 17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 39, ხოლო აჭარაში – 0.
სულ 6 ოქტომბრიდან – 21 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 160 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 486 ადამიანი.