კანადის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრმა და ლიბერალური პარტიის ლიდერმა, ჯასტინ ტრუდომ მესამე ვადით გაიმარჯვა, _ ამის შესახებ ინფორმაციას theguardian ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ლიბერალურმა გამარჯვების მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.
theguardian ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ლიბერალურმა პარტიამ 338-დან 138 მანდატი მიიღო. კონსერვატიულმა პარტიამ 94 მანდატი, კვებეკის ბლოკმა -26, ახალმა დემოკრატიულმა პარტიამ – 20, მწვანეთა პარტიამ – 1. ამ დროისთვის 279 ოლქის შედეგია ცნობილი. ლიბერალური პარტია მმართველი, რომ გახდეს, პარლამენტის 170 მანდატი უნდა მიიღოს
როგორც გამოცემა წერს, კანადის მთავარი ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ერინ ოტულმამ უკვე დამარცხება აღიარა.
ცნობისთვის, ჯასტინ ტრიუდო კანადის პრემიერის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებს. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კანადაში 20 სექტემბერს გაიმართა.
16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, ქვეყნაში პანდემიის მეოთხე ტალღის დაწყებასთან ერთად, ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ტრუდომ განაცხადა, რომ საყოველთაო არჩევნები მნიშვნელოვანია, რათა ამომრჩეველს თავისი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცეს ამ გადამწყვეტ მომენტში. ვადამდელი ჩანიშნულ არჩევნებს ორი წლით ადრე ჩატარდა.
2019 წლის არჩევნებში ლიბერალების პარტიამ ხმების უმცირესობა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის წესრიგის დაყენებასა და კანონების შემუშავებაში მათ ოპოზიციური პარტიების თანხმობა სჭირდება, ამ სიტუაციაში კი ოპოზიცია აკრიტიკებს ტრუდოსა და მის პარტიას პანდემიის პერიოდში ხუთკვირიანი კამპანიის დაწყების გამო მხოლოდ და მხოლოდ “პოლიტიკური მოგებისათვის”.
[sexy_author_bio]