ძლიერი წვიმების შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს _ დაზიანებულია და დამეწყრილია გზები.
ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ხორეთში სტიქიის შედეგად ხიდი დაზიანდა, რის გამოც ადგილობრივებს შემოვლითი გზით უწევთ სარგებლობა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხორეთში ხიდის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს.
[sexy_author_bio]