ნამდვილად გინდათ, ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ თავის მრევლს ყველაფერი უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით, რა რიტორიკა და პათოსი იქნება და შესაძლებელია, ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე, – განაცხადა საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში ოპოზიციური ტელევიზიებზე საუბრისას.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეს ტელევიზიები არიან ძალიან მონდომებული, პოლიტიკაში როგორღაც ჩართონ ეკლესია, მაშინ როცა ეკლესია მუდმივად გაერთიანებაზე ზრუნავს.
„ამ ტელევიზიების უკან ვინც დგას, მათ კიდევ ერთხელ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.