ლანჩხუთში ცენტრში, პოლიციის შენობის მიმდებარედ არსებულ სკვერში ლანჩხუთელმა ფერმერებმა აქცია გამართეს. ფერმერთა აქციაზე გამოსვლის მიზეზი მსხვილფეხა საქონლის მოხშირებული ქურდობა გახდა და შეკრებილები ადგილობრივ პოლიციას უმოქმედობაში სდებდნენ ბრალს.
„ეს ბოლო წლებია კაცი არაა პატრონი, თვე არ გავა, რომ საქონელი არ დაგვეკარგოს. გასული საუკუნის 90-იან წლებში რომ იყო, სწორედ ისეთი ამბავია ახლაც. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. მეტის მოთმენა შეუძლებელია უკვე. იცით, რამდენი ფერმერს ააღებინეს ხელი საქმეზე?! არაფერი აღარ შეგვარჩინეს, იპარავენ და იპარავენ, დასჯით კი არავის სჯიან“, _ ამბობდნენ აქციაზე მყოფი ფერმერები.
აქციას სოლიდარობის ნიშნად ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი ლია მუხაშავრია და ოპოზიციური პარტიის წევრებიც შეუერთდნენ.
[sexy_author_bio]