“ამ ქვეყნის ხსნა და უებარი გამოსავალი ამ ეტაპზე არის მრავალფეროვნება და კოალიციური მმართველობა”, _ ამის შესახებ არჩევნებამდე 2 დღით ადრე ოპოზიური პარტიების ერთობლივ შემაჯამებელ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
“ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას მრავალფეროვნებას. ჩვენ არ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა ჩანაცვლდეს ერთპარტიული, რომელიმე სხვა მმართველობით. ჩემი პირადი და “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციაა, რომ ამ ქვეყნის ხსნა და უებარი გამოსავალი ამ ეტაპზე არის მრავალფეროვნება და კოალიციური მმართველობა”- განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნები 2ოქტომბერს გაიმართება.