ოზურგეთში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია 7340 კოვიდინფიცირების შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6521 შემთხვევა, გარდაცვლილია 76.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 741 შემთხვევა, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 239 ადამიანი, სტაციონარში _ 149, ბინაზე კი 353 პაციენტი მკურნალობს.