მიხეილ სააკაშვილის მიერ ბათუმში ყოფნის შესახებ გავრცელებული ვიდეო უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა.
Euronews სააკაშვილის ვიდეოდან მიმართვის ტექსტს თარგმნის:
“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ “ქართული ოცნებისთვის” ხმის მიცემა საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენია. ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, საქართველოს გადასარჩენად. 3 ოქტომბრის დილიდან დავიწყოთ არჩევნების შედეგების დაცვა”.
მაუწყებელი წერს, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას ვიდეოს გავრცელებამდეც აანონსებდა, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, 53 წლის სააკაშვილს, რომელც საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში იყო, ძალაუფლების გადამეტებაში ადანაშაულებენ, რასაც ის პოლიტლიკურად მოტივირებულს უწოდებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის, ენმ-ს დამფუძნებელი ამჟამად უკრაინაშია გადასახლებული.
როგორც მაუწყებელი წერს, საქართველო გასული წლის შემდეგ პოლიტიკურ კრიზისში იყო ჩავარდნილი, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მასიური გაყალბება მოხდა.
მაისში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი შუამავლობდა შეთანხმებას, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად გააუქმა ორი თვის შემდეგ, რასაც მოჰყვა კრიტიკა ევროკავშირისა და აშშ -ს მხრიდან.
ინფორმაციისთვის, ფოტო 2019 წელს არის უკრაინაში გადაღებული.