შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია, _ ამის შესახებ შინაგან საქმეთამინისტრის მოადგილემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შესაბამისი ინფორმაცია უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციის საფუძველზე მიიღეს.
„მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთანაც და მათგანაც დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.