ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თემურ კუტუბიძის თქმით, ჩოხატაურში 39 საარჩევნო უბანი ხვალ დილის 7 საათზე გაიხსნება.
„ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე გატანილია ბიულეტენები. უბნები უკვე დაკეტილია და მას მეთვალყურეობენ სამართალდამცავები“, _ ამბობს „გურია ნიუსთან” საუბრისას ოლქის თავმჯდომარე, რომლის თქმითაც, ოლქში შექმნილია ერთი სპეცუბანი კოვიდინფიცირებულებისთვის.
„სულ 38 უბანი გვაქვს ჩოხატაურში. რასაც წელს დაემატა 1 სპეცუბანი კოვიდინფიცირებულთათვის და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის.
სპეცუბანზე სულ 52 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან, 31 ჩოხატაურის „მედალფას“ კლინიკაში მკურნალობს. დანარჩენი თვითიზოლაციაში მყოფი პირები არიან. კომისიის წევრები არიან ეკიპირებულები და სრული აღჭურვილობით მივლენ თითოეულ ამომრჩეველთან“, _ ამბობს თემურ კუტუბიძე.