ლანჩხუთში კოვიდმონაცემებს გარდაცვალების კიდევ 1 შემთხვევა შეემატა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო მენაღარიშვილი ამბობს, რომ პაციენტი სექტემბერში გარდაიცვალა, მაგრამ ჯანდაცვის ცენტრმა ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ გვიან შეიტყო.
გარდაცვლილი ჭყონაგორაში მცხოვრები მამაკაცია. ის სამკურნალოდ ფოთის კლინიკაში იყო გადაყვანილი.
„პაციენტი გარდაიცვალა 16 სექტემბერს. მონაცემებში აისახა გვიან, იმიტომ რომ ჩვენ კლინიკები არ გვატყობინებენ ინფორმაციას. თვითონ ვუკავშირდები კლინიკაში მწოლარე პაციენტებს. ვეხმიანებით, როგორ არის, თუ გამოჯანმრთელდა და ასე ვიგებთ, რომ გარდაცვლილია. არავინ გვატყობინებს ოფიციალურად, სამწუხაროდ“,_ ამბობს მენაღარიშვილი.
სულ ლანჩხუთში 54 კოვიდინფიცირებული პაციენტია გარდაცვლილი.
[sexy_author_bio]