ოზურგეთელი ზურაბ ანდღულაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ილია ჭავჭავაძე ქართველებმა ორჯერ არ აირჩიეს საქალაქო საბჭოში. მისთვის თბილისელმა ამომრჩევლებმა 80 მანდატიდან, ერთიც ვერ გაიმეტეს.
ივანე ჯავახიშვილი კენჭს იყრიდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ არჩევნებში, მაგრამ ქართველებმა ის არ აირჩიეს.
აკაკი წერეთელი არჩევნებში მონაწილეობდა და კენჭს იყრიდა მშობლიურ საჩხერეში. მან არჩევნები წააგო მეღვინე ხუსკივაძესთან, რომელმაც ამომრჩევლებს ღვინო უფასოდ დაურიგა.
ეს ამბავი აკაკი წერეთელმა არჩევნების დასრულების შემდეგ გაიგო. პოეტს გაეცინა და თქვა:
– არ მიკვირს, კენჭისყრა ჭკუისა და სინდისის საქმეა, ეტყობა ამომრჩევლებს ორივემ უღალატა.”
_რა იყო, კაცო, წინასწარ გვამშვიდებ? – ეხმაურება მას თანაქალაქელი ვანო გოგოლაშვილი, რომელიც ანა დოლიძის პარტიის წევრია.