ბათუმში მეორე დღეა წვიმს.
„ajara tv-ს“ ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა ისევ დაიტბორა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა აღმაშენებლის, თავდადებულის, ბაგრატიონის, შავშეთის ქუჩებზე და ე.წ. ჭაობის დასახლებაში.
ქუჩებში ავტომობილით გადაადგილება გართულებულია.
”ბათუმის წყლის” ინფორმაციით, ცხელ ხაზზე 7 შეტყობინება შევიდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები. მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები. რამდენიმე ქუჩა სრულად არის დატბორილი.