ჩოხატაურის “მედალფას” საავადმყოფოს მეანგინეკოლოგი სალომე თურმანიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ისე ძლიერად ჩამჭიდა პაწაწინა თითები მივხვდი და ვირწმუნე, რომ აუცილებლად გადარჩებოდა. ისეთი მებრძოლი ბუნება აღმოაჩნდა ამ ციცქნას 1100 გრამიდან 3100 გრამამდე გაიზარდა და უკვე დიდი და ჯანმრთელი გოგო გვესტუმრა დედიკოსთან ერთად. ეს ჩვენი გმირი გოგოა. იცნობდეთ. 3 აგვისტოს გმირი, ვისაც გახსოვთ ჩემი მაშინდელი პოსტი, არ შემეძლო არ გამეზიარებინა თქვენთვის, იმდენი გულშემატკივარი ჰყავდით და დარწმუნებული ვარ, გაინტერესებთ”, _ წერს სალომე თურმანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს სალომე თურმანიძემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლის შესახებ დაწერა.
ამავე თემაზე: “ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ სუფთა, თეთრი ხელებით” _ რა მოხდა ჩოხატაურის მედალფაში