დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი კოლებში დაიწყო.
უსაფრთხო გარემოში, საკლასო ოთახებში შეუდგა სწავლას 567 სამტრედიელი პირველკლასელი.
“გურია ნიუსი” ზუსტი ინფორმაციისთვის სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, თინათინ ხარძიანს დაუკავშირდა:
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება N 1011263 -ის საფუძველზე დღეს, 4 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით და მათ შორის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში – საჯარო და კერძო სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვითა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოში გაგრძელდა, ხოლო 567 პირველკლასელთათვის სასწავლო წელი მხოლოდ დღეს დაიწყო”, _ გვითხრა ხარძიანმა.
სამტრედიაში 35 საჯარო და ორი კერძო სკოლაა, სადაც 6780 მოსწავლე სწავლობს.
[sexy_author_bio]