დღეს, დილიდან ოზურგეთში ხარისხიანი „გულშიშველას“ , ერთი კილოგრამი 4 ლარი ღირს. ხოლო ხარისხიან, კარგად გამშრალ „ბერძნულას“ კი გაუტეხავად მაინც არ ღებულობენ და თუ გატეხილი ათი ცალიდან რვა მაინც სავსე, ხარისხიანი გულით აღმოჩნდება, შვიდ ლარამდე უხდიან.
_კი არის ასე, მაგრამ ასეთი ხარისხის თხილი თითოოროლას მოაქვს. ამიტომ დაწერეთ, რომ ფასების არნახული დიფერენცირება კვლავ ძალაშია. ეს არის დისკრიმინაცია, მე თუ მკითხავთ, -გვითხრა პედაგოგმა თამარ ლომჯარიამ, რომელმაც დილით თხილი ჩააბარა და დააზუსტა, რომ ახლა ველური ჯიშის სახელით ცნობილი თხილია შემოსული და ერთ კილოგრამში 3, 60 ლარი გადაუხადეს.
_მე კიდევ კარგი ოპერატორი შემხვდა, თორემ ზოგმიმღებ პუნქტში 3,40 ლარზე მეტად არ იბარებენ.
ახლა, როცა თხილის კრეფის და შეგროვების სეზონი დასასრულს უახლოვდება, „თავს იფასებს“ წაბლი.
ერთი კილოგრამი მუქი, ბზინვარე, მიმზიდველი ფერის და საშუალოზე დიდი კალიბრის წაბლი, ერთი კილოგრამი ხუთი ლარი ღირს.
როგორც წაბლის, ისე თხილის ფასები დიფერენცირებულია. წაბლის ფასიც 3,50 ლარიდან იწყება, თუმცა რას წლევანდელი სეზონის სიახლეა, საშუალოდ, წაბლის ფასმა გაასწრო თხილისას.
[sexy_author_bio]