85 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა. ის დაიბადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და წლების განმავლობაში მშობლიურ მხარეში ცხოვრობდა.
2018 წელს ამირან ქადეიშვილმა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს თქვა:
“ 120 როლი მაქვს ნათამაშევი ოზურგეთის თეატრში და 50 ქართულ კინოში. ძალიან დიდი ნოსტალგია მაქვს ოზურგეთის თეატრის მიმართ, ისეთი, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. დიდი სითბო და სიყვარული მაკავშირებს. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი ყოფილა, რაც დღეს ხდება ოზურგეთში.“
1953-1985წწ. მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ “ძველი სახლის” სცენაზე. 1970 წლიდან მუშაობს კინოში, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია (“სემირამიდას ბაღები”, ს. დოლიძე, 1970), კვეგვე ტარბა (“მთვარის მოტაცება”, თ. მელიავა, 1973), კურა-მუჰამედი (“ციმბირელი პაპა”, გ. კალატოზიშვილი, 1973), ჭოლა (“პირველი მერცხალი”, ნ. მჭედლიძე, 1975), ნიკო (“გაქცევა გათენებისას”, ს. დოლიძე, 1975), ხირხალა (“სიყვარული ყველას უნდა”, გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980), კობიძე (“სახლი ლესნაიაზე”, ნ. სანიშვილი, 1980), ერმილე მამალაძე (“მევლუდი”, ნ. სანიშვილი, 1985), მმართველი (“წინამორბედი”, ი. კვაჭაძე, 1988). მონაწილეობს ფილმებში: “კავკასიის ტყვე” (გ. კალატოზიშვილი, 1978), “როგორ ვიცხოვრო უშენოდ”( ყ. მგელაძე, 1980), “თბილისი, პარიზი, თბილისი” (ლ. აბაშიძე, 1980), “ჟამი მოქცევის” (ნ. ომიაძე, 1982), “სათნოებათა კიბე” (ნ. წულაძე, 1986) და სხვ. 2018 წელს გდაეცა ჯილდო “ხელოვნების ქურუმი”. კინოსა და თეატრის მსახიობი (წყარო:http://www.nplg.gov.ge/).
[sexy_author_bio]