ხმაური იყო დღეს სამტრედიაში. 54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა.
შეკრება დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ადგილზე ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მხარდამჭერები გამოჩნდნენ.
ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები, როგორც ოპოზიციის, ასევე, იქ მობილიზებული მედიის მისამართით.
ოპოზიციის თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია.
ისინი საოლქოსგან, რამდენიმე უბანზე, ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვენ.
[sexy_author_bio]