“კანონი და სამართლის ლიდერი”, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ რუსეთის უშიშროება საქართველოზე ზეწოლით მიხეილ სააკაშვილის მორალურ და ფიზიკურ განადგურებას გეგმავს. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, ინფორმაცია დაზუსტებულია და უშიშროებაში ამ საკითხზე პირდაპირი მითითება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისგან აქვთ.
ის საერთაშორისო პარტნიორებს, საელჩოებსა და დიპლომატებს მიმართავს, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ და ციხეში მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი.
“მაქვს უმძიმესი, გადამოწმებული ინფორმაცია. რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ამ რამდენიმე დღეში ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას, ეს ინფორმაცია დაზუსტებულია. ამიტომ გვინდა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მოინახულოს სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ უზნეო რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე“, – თქვა ჩარკვიანი.
[sexy_author_bio]