ცნობილი ტელესახე ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აივნებიდან თეთრი მაისურები გადმოფინონ და ასე გამუცხადონ მხარდაჭერა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
“თუ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, გადმოფინეთ თეთრი ფერის ნებისმიერი ნაჭერი აივანზე, ფანჯარაზე, ეზოში, გადაუღეთ სურათი, ატვირთეთ ფეისბუქზე და დააწერეთ #თავისუფლებამიშას.
ასევე, ფოტოები ჩაყარეთ აქ, კომენტარებში.
გადმოფინეთ თავისუფლება.
ნახონ რომ ბევრნი ვართ”, _ წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.