როგორც გიგი უგულავა ფეისბუქზე წერს, მას კორონავირუსი აქვს.
“დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება.
ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში”, _ წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა ფოთში მერობის კანდიდატია და არჩევნების მეორე ტურში გავიდა.