მიმდინარე წლის 11 ივლისს, 70 წლის ბრიტანელმა ანტერპრენერმა –რიჩარდ ბრენსონმა და მისმა კომპანიამ „Virgin Galactic“ წარმატებული კოსმოსური ფრენა განახორციელა.
20 ივლისს კი კოსმოსში კომპანია „Amazon“-ის დამაარსებელმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა იმოგზაურა.
როგორც რიჩარდ ბრენსონის კომპანია აცხადებს, მაგიური ფრენის ბილეთები მსოფლიოს 58 ქვეყნის წარმომადგენელმა უკვე დაჯავშნა.
მათ რიგებში არიან ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავებიც – ეშტონ კაჩერი, ლედი გაგა, ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტი, ჯასტინ ბიბერი, ტომ ჰენქსი, ლეონარდო დი კაპრიო და სხვები,
აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ პირებს ბილეთის შეძენა 250 000 $-ად შეუძლიათ, თუმცა უცნობია თუ როდის მოხდება მათი გამგზავრება.
[sexy_author_bio]