შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 10-15 ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში, მათგან ორთან კი მაშვლებს სატელეფონო კონტქატი აქვთ. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“დაახლოებით, ხუთი სართულია ჩამონგრეული, ჩვენი ინფორმაციით დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, რომელიც ცოცხალია და ტელეფონით გვესაუბრება, თუმცა ვერ გვიხსნიან ჯერ სად არიან, სულ დაბლა არიან ჩავარდნილი ნანგრევებში თუ მაღლა. თუმცა ვესაუბრებით ტელეფონით”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.