“ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული სადარბაზოს ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ხმა გაისმა.
ადგილზე მყოფი „ბათუმელების“ კორესპონდენტის თქმით, ამჯერად გაიგეს ქალის ხმა, რომელიც, მეზობლად მცხოვრები მოქალაქეების თქმით, ამ სადარბაზოში, მეოთხე სართულზე ცხოვრობდა. ქალი 2 ბავშვთან ერთად იყო სახლში, როცა სადარბაზო ჩამოინგრა.
მაშველები ასევე ეკონტაქტებიან ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ ადამიანს.