რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებ გუნდებს შორის.
შეხვედრა ბათუმში, ცარიელ სტადიონზე შედგა _ ამ ქალაქში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიის ფონზე, გადაწყდა, რომ მატჩს მაყურებელი არ დაესწრებოდა.
ფეხბურთის გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ ტკივილიან დღეს საქართველოს ნაკრების ეგრეთ წოდებული ფეხბურთელები ერთხელ მაინც მოახერხებდნენ, არ შეერცხვინათ საკუთარი თავიც და ქვეყანაც, თუმცა, ჩვენს ამ იმედს გამართლება არ ეწერა _ უნიათო და სამარცხვინო მატჩი მორიგი მარცხით დამთავრდა _ 0:2.