საქართველოსა მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესპიკერი, მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ყოფილ პრეზიდენტან მუშაობის წლებს იხსენებს. ემოციურ პოსტში ის სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას უჭერს მხარს.
„გამთენიისას 5 საათზე დარეკადა ხოლმე: ” ხომ არ გეძინა?”-გკითხავდა და ეგრევე დავალებას გაძლევდა ან რაღაცის დაზუსტება უნდოდა ან მეორე დღის ბრიფინგს ჩაგანიშნინებდა. ვიცოდით რომ თუ რამე არ ხდებოდა ყველაფერი დილის საათებში უნდა მოგვესწრო,ამ დროს ეძინა ,თორემ მერე სახლში როდის წახვიდოდი არ იცოდი. ჩემი პირობით მივედი და არასდროს დაურღვევია – მე თქვენი პრესპიკერი ვიქნები და არა პარტიის, გავმიჯნოთ–მეთქი. ისე გავიარე 4 წელი, რომ პარტიაში ფეხიც არ დამიდგამს. რამდენჯერმე ბრიფინგის ჩატარებაზე უარიც კი ვუთხარი. არ ვეთანხმებოდი,დაუჯერებელია მაგრამ არგუმენტირებულად თუ ეტყოდი, ზუსტად ესმოდა. კაბინეტში კბილის ჯაგრისი და მანქანაში ქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად ბოტები ეს ჩვეულებრივი იყო, დღისით ბათუმი,საღამოს მესტია, დილით ახალციხე და ა.შ. სულ მეგონა რომ ჩემი ბოლო სამუშაო დღე იყო, იმიტომ რომ მიშა იყო ასეთი. არ აყვებოდი ვერ იმუშავებდი.ვიზიტებში ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ჩვეულებრივი იყო უნდა გვენახა გზებს როგორ აგებდნენ, რომელ ფილებს იყენებდნენ ქვაფენილისთვის, ხეებს როგორ ბელავდნენ, რომელი უკეთესი განათება იყო, ნესტის საწინააღმდეგოდ რა მასალა ჯობდა… ეს რომის, პარიზის, ჟენევის,პეკინის ქუჩებში გვაქვს გავლილი.
რა ვიცი ხანდახან ვფიქრობ ეს იყო? 4 წელი ვიმუშავე მიშასთან. 4 მძიმე და რთული წელი.ზენიტის შემდეგი წლები იყო. მიშა ეკრანზე ერთია, მიშა ცხოვრებაში კიდევ უფრო სხვა. 2012 წლამდე ,არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გვითხრა “არჩევნებს წავაგებთ” მაგრამ ეს იმ საარჩევნო კამპანიისას არსად შეუმჩნევია. პირიქით, ჩაგვხოცა. ამ 4 წელმა კიდევ უფრო ახლოს დამანახა რომ ჩვეულებრივ ადამიანთან არ ვმუშაობდი. არც კითხვა იცის ჩვეულებრივი, არც გაბრაზება, არც სიცილი, არც სიარული, საქმეში ხომ საერთოდ. ჯერ არის საქმე და მერე ყველა და ყველაფერი…სხვა მასშტაბის ადამიანია…პოლიტიკა მისი ცხოვრების წესია. სხვა პრიორიტეტები აქვს . ერთხელ უკრაინელ ბიზნესმენებს ხვდებოდა, დახურულ შეხვედრა იყო, ერთმა უთხრა საქართველოში შეცვალო და რეფორმა ჩაატარო უფრო ადვილია, პატარა ქვეყანაოო. მიშა არ დაეთანხმა: აქ გაცილებით რთულია, ყველა ყველას ახლობელია და ბოლოს შენი ახლობელი გამოდის, სადაც შედიხარ ყველგან ასეთი კავშირები გხვდება და ეს მენტალურად ყველაზე რთული გადასალახია.საბოლოოდ, როცა რეფორმას იწყებ და ამთავრებ, შენ ღებულობ განაწყენებულ ადამიანებს ,ოჯახებს, ხშირად ერთი ადამიანის უკან 2 ან 3 კაცი კი არა 10-15 კაცი დგას,საქართველოსნაირ ქვეყანაში კი ეს ყოველი მეორეა, ასე ვიძენ მტრებს. არის პოლიტიკური ნება, არის ცვლილებები, არ ხარ ამისთვის მზად არაფერი იცვლება. სხვანაირად ცვლილება არ გამოდისო. ყველაფრის მიუხედავად ის შეძლო, რაც სხვამ მხოლოდ თქვა, იოცნება, განუხორციელებლად ჩათვალა ან არც უოცნებია.
კარგად მახსოვს 2003 წლამდე საქართველოც და მერეც. ესენი? ესენი 2003 წლის მერე რომ მოსულიყვნენ ჩვენ ისევ გრაფიკით გვექნებოდა დენი. ისევ გაყინული ხელფასებით. მე ის ტემპი მირჩევნია. რუკაზე რომ თავიდან აღმოგვაჩინეს, ის მირჩევნია. ამიტომაც მაინც წავედი იდეალისტთან სამუშაოდ. და ისიც ვიცოდი, დიდი სირთულეების მიუხედავად ბოლომდე უნდა დავრჩენილიყავი მის გვერდით . ასე დარჩა ჩვენი გუნდი ბოლომდე ერთად. ბოლომდე მასთან. ნადვილად არ იყო ადვილი ჩვენთვის და კიდევ უფრო ჩვენი ოჯახებისთვის . დამიჯერეთ მიშას ცუდიც და კარგიც ვიცი, იმაზე მეტი ნაკლი აქვს ვიდრე წარმოგიდგენიათ, მაგრამ იმაზე მეტი შესაძლებლობა ვიდრე გგონიათ,იმაზე მეტი უნდა ამ ქვეყნისთვის ვიდრე გიფიქრიათ.. მაგრამ თუ ვინმეზე ვბრაზდები და ვინმეს ვაბრალებ დღევანდელ მდგომარეობას ისევ მიშააა. არასდროს ვწერ მიშაზე, არც მაშინ ვუწერდი გულებს, არც ფოტოებს ვაფრიალებდი.. მაგრამ ახლა სხვა მომენტია. და არც ამათი გასასამართლებელი პრეზიდენტი მყავს , აგური აგურზე რომ არ დაუდიათ, და ცუდად თუ მოიქცევა თურმე კიდევ რომ დაუმატებენ ახალ ბრალს… პოლიტიკა რომ თქვი – თქვა ჰგონიათ..
ამიტომაც თავისუფლება მიშას“.