ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მივიდა.
შესვლამდე მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მეუფემ აღნიშნა, რომ შეხვედრის დეტალებზე ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრებს. რუსთავის ციხეში შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირებიდან, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას მოაწერა ხელი.